Foto

დანილოვი სააკაშვილზე - საქართველოს ხელისუფლებამ ცოტა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს, რომ დაცინვის ნაცვლად, ჩვენი მოქალაქე კიევში გაუშვან

გაუგებარია, რა სამყაროში ცხოვრობენ ქართველები, ერთი მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ ტერიტორიები, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან... ეს უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს მთავრობამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს და დაცინვის ნაცვლად, სააკაშვილი კიევში უნდა გაუშვან.

"გაუგებარია, რა სამყაროში ცხოვრობენ ქართველები, ერთი მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ ტერიტორიები, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან... ეს უბრალოდ მიუღებელია.

ჩვენს მოქალაქეებს ადამიანურად უნდა მოვექცეთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ციხეშია. საქართველოს ხელისუფლებამ ცოტა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს, რომ დაცინვის ნაცვლად, ჩვენი მოქალაქე კიევში გაუშვან", - განაცხადა დანილოვმა.